"ბუნიან ალ-მარსუ" - პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც "ბუნიან ალ-მარსუ" ანუ მყარი კედელი ეწოდა. ისლამმა გასულ ღამეს იერიში ინდოეთის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა.
დელიში აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიშები სამოქალაქო ობიექტებზეც განხორციელდა. სავარაუდოდ სამიზნეში ქაშმირის ნაწილში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტებიც ამოიღეს. პაკისტანელები ჩინური SH-15-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან ბომბავენ ინდოელთა პოზიციებს ქაშმირის რეგიონში.
ინდოეთის დაზვერვის ინფორმაციით, პაკისტანმა სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საკუთარი ჯარები და საბრძოლო ტექნიკა ინდოეთის მოსაზღვრე რაიონებში გადაიყვანა.