ზელენსკის, "მსურველთა კოალიციის" წევრებსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - სიბიგა

10.05.25 15:24
ზელენსკის, "მსურველთა კოალიციის" წევრებსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა იტყობინება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის, "მსურველთა კოალიციის" წევრებსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ანდრეი სიბიგა პლატფორმა X-ზე წერს, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. 

უკრაინა და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, - წერს ანდრეი სიბიგა.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ. 

მსგავსი სიახლეები