ტრამპის თქმით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტი იტყობინება, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში ვაშინგტონი იყო ჩართული.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პაკისტანი და ინდოეთიც ადასტურებს. მეტიც, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ამოქმედდა.
რა უსწრებდა ამ შეთენხმებას წინ? ინდოეთმა პაკისტანში ბჰოლარის საჰაერო ძალების ბაზაც დაბომბა. ეს იყო რიგით მესამე ბაზაა. აქ F-16-ები და JF-17-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები იყო ბაზირებული.
პაკისტანში ამბობდნენ, რომ არ შეუტევდნენ სამოქალაქო ობიექტებს, თუმცა ინდოეთში აცხადებენ, რომ პაკისტანი ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებსაც უტევს, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობებიც არის.
სამხედრო ოპერაციას, რომელიც გასულ ღამეს ისლამაბადმა დაიწყო დელის წინააღმდეგ ბუნიან-ალ-მარსუ, ანუ მყარი კედელი ეწოდება.