მოვითხოვთ, რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვს, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება.
- განცხადება ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.