ზელენსკი: ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს

10.05.25 19:06
ზელენსკი: ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში "მსურველთა კოალიციის" სამიტის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. 

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, "მსურველთა კოალიციის" წარმომადგენლების მსგავსად, ფიქრობს, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა.

კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველამ აშშ-ის პრეზიდენტთან ვილაპარაკეთ. კარგი საუბარი იყო - პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის.

საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა მინიმუმ 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ის ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.

წინადადება მაგიდაზე იყო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია წინ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.