ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით ხანგრძლივი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ ცეცხლის სრულ და დაუყოვნებელ შეწყვეტაზეб - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში TruthSocial.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, ყველა სახის საბრძოლო მოქმედება ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე შეჩერებულია.
პაკისტანის და ინდოეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ერთად ვიცე-პრეზიდენტიც იყო ჩართული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრობლემური საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ.