პუტინმა 12 მაისიდან 30 დღიან სამშვიდობო ზავზე უარი განაცხადა - ტრამპის კომენტარი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გამოსვლაზე, რომელშიც მან, ფაქტობრივად, უარი განაცხადა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე 12 მაისიდან. ნაცვლად ამისა, რუსი დიქტატორი 15 მაისს სტამბულში მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
თავის სოციალურ ქსელში TruthSocial-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ეს არის „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის“ და გამოთქვა იმედი, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება.
იფიქრეთ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი სისხლისღვრა, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი სამყარო, - დაწერა მან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს ორივე მხარესთან მუშაობას შედეგების მისაღწევად.