ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებას დათანხმდა

11.05.25 16:30
ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებას დათანხმდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა თურქეთის მზადყოფნა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"თურქეთი მზად არის ნებისმიერი სახით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში," - თქვა მან.

ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა "ისტორიულ შემობრუნებას მიაღწია" და რომ ეს შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. 

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე და უკრაინის აღდგენის პროცესებში.

პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს თურქეთში, წინაპირობების გარეშე შესთავაზა. ზელენსკიმ მას უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად.

მსგავსი სიახლეები