კელოგი: ჯერ 30-დღიანი ზავი და ამის პარალელურად მოლაპარაკებები

11.05.25 19:43
კელოგი: ჯერ 30-დღიანი ზავი და ამის პარალელურად მოლაპარაკებები

 

უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს, წინ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უნდა უძღოდეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის მესიჯზე, სადაც ის შეუერთდა დასავლეთის ლიდერების მოთხოვნას რუსეთისადმი უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შემდგომი მოლაპარაკებების წინ.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრსაც კი ესმის ეს. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, მკვლელობა უნდა შეწყდეს!. ჯერ უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და ამ დროს ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. სხვა გზა არ არის, - აღნიშნა კელოგმა. 

 

მსგავსი სიახლეები