ზელენსკი: ხუთშაბათს, თურქეთში პირადად პუტინს ველოდები

11.05.25 21:41
ზელენსკი: ხუთშაბათს, თურქეთში პირადად პუტინს ველოდები

 

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, 15 მაისს თურქეთში მოლაპარაკებები გამართოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ პირადად კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი იქნება. ამის შესახებ მან Telegram-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეხვედრის ჩატარება მოითხოვა.

ამავდროულად, ზელენსკიმ არ თქვა უარი 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრე შემოთავაზებულ შეთანხმებაზე.

ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას - სრულ და გრძელვადიანს, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომატიის აუცილებელ საფუძველს. აზრი არ აქვს მკვლელობების გახანგრძლივებას. და, მე დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები არ დაიწყებენ მომიზეზებს, რის გამოც ამას ვერ მოახერხენ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები