ევროპას სურს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

11.05.25 21:51
ევროპას სურს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპა უნდა იყოს მონაწილე უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, 15 მაისს სტამბოლში (თურქეთი) გაიმართოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ რადიო ფრანსის ეთერში განაცხადა და გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მისი მზადყოფნის შესახებ.

გუშინ კიევში ჩვენ შევესწარით ისტორიულ მომენტს, როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინაში მშვიდობისკენ. ევროპელთა და უკრაინელების ერთსულოვანმა მოწოდებამ, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკელები, ორშაბათიდან დაწყებული უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა სწორი მიმართულებით წასულიყო. ეს კარგია და ჩვენ მზად ვართ მომავალი ხუთშაბათიდან დავიწყოთ დისკუსიები, რაც გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ამავდროულად, ბარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ცეცხლის შეწწყვეტა აუცილებელი წინაპირობაა. 

თქვენ არ აწარმოებთ მოლაპარაკებებს ბომბების ან თვითმფრინავების ქვეშ. ბოლოს ეს გავაკეთეთ სტამბოლში 2022 წელს და მარცხით დასრულდა. ამან ხელი არ შეუშალა ვლადიმერ პუტინს ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის განხორციელებისთვის, რომელმაც მთელი პლანეტა შეძრა. ამიტომ, დიახ, ჩვენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრე ვართ, მაგრამ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს, - აღნიშნა მინისტრმა.

დიპლომატის თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნა მიღწეული, მაშინ ევროპა და შეერთებული შტატები რუს დიქტატორზე ზეწოლას გაზრდის. 

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შემოვიტანოთ მასშტაბური სანქციები, რომლებიც დამანგრეველ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, - აღნიშნა ბარომ.

მსგავსი სიახლეები