დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტს 12 მაისს წარადგენს

12.05.25 10:33
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტს 12 მაისს წარადგენს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტს 12 მაისს წარადგენს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

kyiv independent-ის ინფორმაციით, სანქციები რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას უკავშირდება,.

გამოცემა წერს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი 10 მაისს, კიევში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა. 

[ერები] შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა იქნას გამოყენებული, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ..." - აღნიშნა ხუთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის უკრაინამ, ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები