კრემლს დედლაინი დაუწესეს - პუტინს ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის დრო ორშაბათამდე აქვს

12.05.25 16:02
კრემლს დედლაინი დაუწესეს - პუტინს ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის დრო ორშაბათამდე აქვს

თუ ორშაბათის ბოლომდე რუსეთის ფედერაცია არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო 30-დღიან შეწყვეტას, ევროპელები მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოამზადებენ. ამის შესახებ ბერლინში გამართულ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პრესსპიკერმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა, წერს Le Figaro.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრო, რომლის განმავლობაშიც რუსეთს შეეძლება უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება, ამოიწურება ამ დღის ბოლოს, უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ კიევში შაბათს, 10 მაისს გამოცხადებული პირობების შესაბამისად.

თუ მოსკოვი არ დათანხმდება „სრულ და უპირობო“ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ორშაბათის ბოლომდე, ევროპელები გააგრძელებენ „მზადას“ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დასაწესებლად, - თქვა კორნელიუსმა.

მსგავსი სიახლეები