ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში - ზელენსკი რუსი დიქტატორის პასუხს ელოდება
ვლადიმერ პუტინს გერმანიამ ულტიმატუმი წაუყენა. კრემლის ლიდერს ათ საათზე ნაკლები რჩება იმისთვის, რომ ფრონტზე ცეცხლი 30 დღით შეწყვიტოს და ზელენსკის წინადადება მიიღოს. თუ პუტინი დათმობაზე არ წამოვა, ევროპა უმკაცრეს სანქციებს აამოქმედებს. კრემლი არ თმობს. დღის ბოლოს პუტინის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მოსკოვისთვის მიუღებელია.
ხუთშაბათს ზელენსკი პუტინს თურქეთში დაელოდება. კრემლში ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები უნდათ, თუმცა ამ დრომდე არ ამბობენ, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ანკარაში გამგზავრებას. მთავარი პოლიტიკური მტერი ომში მყოფმა ლიდერმა კიევიდან გამოიწვია და ომში ახალი სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა.
პუტინი დუმს. რუსეთის პრეზიდენტი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. კრემლმა მხოლოდ მისი კადრები გაავრცელა. აცხადებენ, რომ დიქტატორი ლიდერი ივანოვოს გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების გეგმას გაეცნო. როგორც ჩანს, პუტინი ახლა ცდილობს, ყველას მოაჩვენოს, რომ არაფერი მომხდარა და არაფერი გაუგია. არადა, მან ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების განახლება თავად შესთავაზა.
რას მოიტანს ერთი მაგიდის გარშემო მტრების დაჯდომა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე და რას ამბობენ ევროპელი ლიდერები? - დეტალები გუგა არჩვაძის რეპორტაჟში ნახეთ.