ე.წ. ვაიმარის+ ჯგუფის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები
ლონდონში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატები, (ე.წ. ვაიმარის+ ჯგუფი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
აუდიენციის ფარგლებში ევროპელი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ჯარის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ასევე, შეისწავლიან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გზებს და ქვეყნის რეკონსტრუქციაზე იმუშავებენ.
მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და ამ კვირაში შემდგომი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთს ჯერჯერობით არ გამოუხატავს პროგრესის მიღწევის სერიოზული განზრახვა. მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობაზე მოლაპარაკებებისთვის...
ჩვენ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ჩვენს იურისდიქციებში უძრავად შევინახავთ მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას.", - აღნიშნულია განცხადებაში.