მაკრონი: რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ

12.05.25 20:24
მაკრონი: რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ

"რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

ჩვენ ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ყველაფერი ნათელია. გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთი ან სერიოზულად არის განწყობილი და მშვიდობა სურს, ან არ არის სერიოზულად განწყობილი და ჩვენ დამატებითი სანქციები უნდა დავაწესოთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.