ტრამპმა სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის შეხვედრაზე ჩასვლა არ გამორიცხა
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ სტამბოლში, მხარეებს შორის შეხვედრაზე თავადაც ჩავიდეს.
რუსეთისა და უკრაინის შეხვედრა ხუთშაბათს - ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვითხოვდი ამ შეხვედრის ჩატარებას. მგონია, რომ ამ შეხვედრას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია...
მე ვფიქრობდი იქ ჩასვლაზე, მაგრამ არ ვიცი ხუთშაბათს სად ვიქნები. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. მაგრამ ვფიქრობდი [სტამბოლში] ჩასვლაზე თუ ამის შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ტრამპმა.