ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.
კანონის რატიფიცირების შედეგად, ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდიც შეიქმნება.
ეს დოკუმენტი გახსნის გზას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს, ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა", - წერია რადას ინფორმაციაში.