Sky News: ტრამპი არ გამორიცხავს, სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დაესწროს - პუტინი დუმს

13.05.25 10:28
Sky News: ტრამპი არ გამორიცხავს, სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დაესწროს - პუტინი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ხუთშაბათს სტამბულში ჩასვლას და რუსეთ-უკრაინის შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ Sky News წერს.

გაფრენაზე ვფიქრობდი. ხუთშაბათს არ ვიცი სად ვიქნები. იმდენი შეხვედრები მაქვს... ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს, - თქვა ტრამპმა.

საპასუხოდ, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ამერიკელი პოლიტიკოსის მონაწილეობას მოლაპარაკებებში:

მე მხარს ვუჭერდი პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების იდეაში. მე ღიად გამოვთქვი მზადყოფნა შეხვედრისთვის. და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი უკრაინაში მადლობელი ვიქნებით, თუ პრეზიდენტი ტრამპი იქნება ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ.


 

მიუხედავად ამისა, რუსულ მხარეს ამ მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნის შესახებ არაფერი უთქვამს.

ზოგადად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, სერიოზულად ვეძებოთ გზები გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. სულ ეს არის, - განაცხადა ორშაბათს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეა, მისი განგრძობითი თავდასხმები უკრაინაზე მის გულწრფელობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. კიევის ცნობით, რუსეთმა სამშაბათიდან კვირა ღამემდე 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. 

მსგავსი სიახლეები