მედია: მექსიკაში მერობის კანდიდატი, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, პირდაპირ ეთერში მოკლეს
მექსიკის ვერკრუსის შტატში საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერესი და მისი სამი მხარდამჭერი ცეცხლსასროლი იარაღით პირდაპირ ეთერში მოკლეს", - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში 20 გასროლის ხმა ისმოდა.
შტატის გენერალური პროკურორის ოფისმა დაადასტურა, რომ მერობის კანდიდატი ოთხ დაღუპულ ადამიანს შორის იყო. მათივე ცნობით, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
არც ერთი თანამდებობა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ,“ — დაწერა ვერკრუსის გუბერნატორმა როსიო ნალემ.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ორშაბათს, დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს. მისივე თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის წარმომადგენლებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.