ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

13.05.25 12:07
 ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა - მედიის ცნობით, ტრამპი საუდის არაბეთის სამეფო პრინცს, მუჰამად ბინ სალმანს შეხვდება.

გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც და რამდენიმე შეთანხმებაზე ხელმოწერაც. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ტრამპის ტური Dir’iyah-ისა და At-Turaif-ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებზე. 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი 15 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები