მედია: სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
პარიზის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს
მედიის ცნობით, 76 წლის მსახიობს ორი ქალი 2021 წელს ფილმზე მუშაობისას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპარდიემ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყო.
პროცესზე მოსამართლე ტიერი დონარმა აღნიშნა, რომ ჟერარ დეპარდიეს მიერ გადასაღებ მოედანზე მომხდარი მოვლენების ახსნა არადამაჯერებელი იყო.
მსახიობის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს დღესვე გაასაჩივრებს.