ერმაკი: თუ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

13.05.25 15:38
ერმაკი: თუ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი, რომ რუსეთს ომის დასრულების სურვილი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამას ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. კერძოდ, მისი განმარტებით, რუსეთს ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს და უკრაინის სამხედრო დახმარება გაიზარდოს. 

დავადასტურეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და თურქეთში იქნება. გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ის ორივე ლიდერის თურქეთში ყოფნას ელის. ის ასევე განიხილავს იქ ვიზიტს. მიმაჩნია, რომ თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება საბოლოო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება - რომ რუსეთს არც სურს და არც მზადაა რაიმე მოლაპარაკებებისთვის”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები