პუტინი: ახალი სანქციების მუქარამ არ უნდა შეგვაშინოს
ახალი სანქციების მუქარის არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ შესაძლო შედეგები უნდა გავიაზროთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
- ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური კრემლი უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ გაიზიარებს.
ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. ყველა, ვისაც შეეშინდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი შესაძლო არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის" - თქვა პუტინმა.