რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება-პესკოვი

რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”, - განაცხადა პესკოვმა.
მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ესაუბრა და ასევე არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დროს.
“არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას”, - თქვა პუტინის პრესმიდვანმა.