ზელენსკი ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში ჩავა სტამბულში
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტამბულში დაგეგმილ მოლაპარაკებებში იმ შეთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ იქ ვლადიმერ პუტინი იქნება.
ზელენსკის თქმით, სურს, რუსეთის პრეზიდენტთან 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს, რომელიც მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინმა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან რუსეთში ახლა ყველაფერი სწორედ მასზეა დამოკიდებული.
ჩვენ გვინდა შევთანხმდეთ ომის დასრულების შესახებ, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ პუტინს მასთან პირისპირ შეხვედრის ეშინია.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მოელის, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი „მკაცრ სანქციებს“ დააწესებენ, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.