ლავროვი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - ამის შესახებ "კომერსანტი" იტყობინება.
ამ დრომდე არ არის ცნობილი, რუსეთის დელეგაციის წევრები ვინ იქნებიან. კრემლის პრესსპიკერის, პესკოვის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობა სწორედ პუტინმა უნდა დაასახელოს.
შეგახსენებთ, უკრაინა და რუსეთი 15 მაისს თურქეთში, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გამართავენ.