რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა - ესტონეთის შეიარაღებული ძალები
ესტონეთის შეიარაღებული ძალები იტყობინება, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
მათივე ცნობით, რუსულმა "სუ-25"-მა ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთ წუთზე ნაკლები გაატარა. შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ ფრენის გეგმა არ იყო შედგენილი, თვითმფრინავის გადამცემი მოწყობილობა გათიშული იყო და პილოტს ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან ორმხრივი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
მომხდარის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა.
ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია,” - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.