ზელენსკი სტამბოლშია, პუტინი მოსკოვში - ვინ იქნებიან რუსეთ-უკრაინის დელეგაციაში მოლაპარაკებების დროს
ზელენსკიი სტამბოლშია, პუტინი მოსკოვში - რუსეთის დიქტატორი პრეზიდენტის ნაცვლად, მოლაპარაკების მაგიდასთან მისი წარმომადგენლები იქნებიან. ცნობილია, რომ კრემლმა თურქეთში ხუთკაციანი დელეგაცია გაგზავნა, მათ შორის გენერალური შტაბის საინფორმაციო მართვის პირველი მოადგილე და პუტინის ადმინისტრაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის სახელმწიფო მმართველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არიან.
ცნობილია უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაც. ომში მყოფ ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი იგორ ჟოვკვა წარმოადგენენ.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიღებენ ამერიკელი მაღალჩინოსნებიც: სტივ უიტკოფი, მარკო რუბიო და კიტ კელლოგი. ტრამპი თურქეთში აღარ ჩავა. რაც შეეხება ზელენსკის, მისი და ერდოღანის შეხვედრა, ანკარის დროით პირველ საათზეაა ჩანიშნული.