ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს - მედია

15.05.25 12:31
ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს - მედია

პროექტი "Если быть точным" რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი (საქმეების 33%) გაანადგურეს. 

მათივე ცნობით, აქტები "კონსოლიდირებულ მონაცემთა ბაზაში" ინახებოდა, სადაც რუსეთის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილებაა განთავსებული.

2024 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი კიბერ-ინციდენტის შედეგად, საინფორმაციო სისტემების მითითებული მონაცემები წაიშალა", - ნათქვამია პალატის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები