რუსეთი ვერ გრძნობს იმას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს-ვოლოდიმირ ზელენსკი
უნდა გვქონდეს მყარი გარანტიები მშვიდობის და ეს უნდა იყოს სწორედ, გაეროს წესდების მიხედვით, ყველამ პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ “რუსეთი ვერ გრძნობს იმას, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამისთვის მკაფიო ნაბიჯებს არ დგამს“.
ზელენსკის თქმით, “მთელი პასუხისმგებლობა ახლა გადატანილი რუსეთის ფედერაციაზე და თუ არ იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება წარმოუდგენელია.“
“ზეწოლა უნდა გაძლიერდეს რუსეთზე, რათა მიღებული იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები“,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
რაღაც უნდა გააკეთოს რუსეთმა, ეს იქნება შეხვედრების დონის ამაღლება, ლიდერების შეხვედრა, კონკრეტული ინიციატივების წამოყენება, ნებისმიერი რამ, რამაც შესაძლოა, მიგვიყვანოს მშვიდობამდე, რუსეთი ვერ გრძნობს იმას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. დღეს მთელი პასუხისმგებლობა არის გადატანილი რუსეთის ფედერაციაზე, თუ არ იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება წარმოუდგენელია.
ჩვენ გვექნება სხვადასხვა ინიციატივცები, რაც სტიმულს მისცემს მეორე მხარეს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი.ამავე დროს ჩვენ გჭირდება სანქციების სერიოზული პაკეტი აშშ-სგან, იმისთვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, წამოვიდეს შემხვედრ წინადადებებზე. დღესდღეისობით, რუსეთი რის დემონსტრირებასაც აკეთებს, არის ის, რომ მას არ სურს ომის შეჩერება, ამიტომ, ზეწოლა უნდა გაძლიერდეს რუსეთზე, რათა მიღებული იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი ამოცანაა, “თანმიმდევრული იყოს პროცესებში და სპეციალურად აგზავნის მაღალი დონის დელეგაციას, რათა არავინ თქვას შემდგომ, რომ მშვიდობის მისაღწევად არაფერს აკეთებენ.“
დღეს უკრაინის მთავარი ამოცანაა იყოს თანმიმდევრული ამ პროცესებში, ჩვენ სეპციალურად ვაგზავნით ჩვენს დელეგაციას თავდაცვის მინისტრების დონეზე რათა შემდგომ არავინ თქვა, რომ უკრაინა არაფერს აკეთებს მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვერავინ დაგავდანაშაულებს იმაში, რომ ჩავშალეთ მოლაპარაკებები რაღაც დონეზე. იქ ფაქტი, რომ მე აქ ვარ, ეს იყო სიგნალი, მათ შორის რუსეთისთვისაც, რომ მზად ვარ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებებისთვის,-განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე პრესკონფერენციაზე ურაკინის პრეზიდენტმა სხვა მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთა:
- • ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.
- • „მას შემდეგ, რაც ვნახეთ რუსეთის დელეგაციის დონე, მივხვდით, რომ ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებზე არ არიან ორიენტირებული,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
- • უკრაინა სტამბოლში დელეგაციას აგზავნის „ერდოღანისა და ტრამპის მიმართ პატივისცემის ნიშნად“ და იმ იმედით, რომ მოხერხდება კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების გადადგმა. დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, რომელიც სტამბოლში ხვალ გაემგზავრება.
- • ხვალვე, ზელენსკი და ერდოღანი ერთად გაემგზავრებიან ალბანეთში დაგეგმილ ევროპულ სამიტზე.
- • სტამბოლის მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.