ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას

15.05.25 18:42
ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან გაგზავნილი დელეგაცია ნათლად აჩვენებს, რომ მოსკოვი დიალოგს არასერიოზულად უყურებს.

მისივე თქმით, დელეგაციაში არ არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დელეგაციაში მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური- ვასილი მალიუკი და გენშტაბის მეთაური, ანდრიი გნატოვი.

თუმცა დელეგაციას გაუძღვება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსეთის მხრიდან ამავე რანგის წარმომადგენელი არ იქნება" - თქვა ზელენსკიმ.

თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები