ზელენსკი პუტინზე: არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ვეძებოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს და პირადად უნდა შეხვდეს მას.
ზელენსკის თქმით, პუტინის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ ის პატივს არ სცემს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს.
პუტინი არ ჩამოფრინდა, ამიტომ მე, დაზვერვის უფროსს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, არაფერი გვესაქმება სტამბოლში,საჭიროა პუტინთან შეხვედრა, ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა თავისი ლიდერობის დემონსტრირება უნდა მოახდინოს და თუ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებია საჭირო რაიმე პირობებისა და მსგავსის გარეშე. მოდით შევხვდეთ. ახლა ანკარაში ვართ, ამის შემდეგ ჯგუფს ვაგზავნით სტამბოლში. ის აქ არ არის, სტამბოლში ის არ არის. არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ადამიანი ვეძებოთ,- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის აზრით, აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები ახლა უპატივცემულობას გრძნობენ.
ვთვლი, რომ აშშ და თურქეთი ახლა რუსეთის უპატივცემლობას გრძნობენ. არც შეხვედრის დროს, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე - ეს პირადი უპატივცემლობაა. არ ვამბობ, რომ რუსები ჩვენ არ გვცემენ პატივს, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის ეს სარკისებრია, ერდოღანის უპატივცემლობა, ტრამპის უპატივცემლობა. ტრამპი ხალხის დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს აგზავნის. ომის მხარეები ვინ არიან? რუსეთი და უკრაინა. სახელმწიფო მდივანი რუბიო - არის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - არის, სად არის შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას უპატივცემლობაა, უპირველეს ყოვლისა თურქეთის, ვინაიდან, აქ არის შეხვედრა,- აღნიშნა ზელენსკიმ.
თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.