მედინსკი: მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვისა და მათი განხილვისთვის
პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ ჩასულა, თუმცა, გაგზავნა დელეგაცია, რომელსაც ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
მედინსკიმ მედიასთან საუბრისას დელეგაციის კომპეტენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კომპეტენტური პირებით არის დაკომპლექტებული და ყველა საკითხი, რაზედაც ისაუბრებენ, რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებულია და უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
“მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვისა და მათი განხილვისთვის”, - განაცხადა მედინსკიმ.
რაც შეეხება პუტინის არ ჩასვლას სტამბოლში-მედინსკიმ ჟურნალისტებს ამ კითხვაზე არ უპასუხა.
რუსეთის დელეგაცია სტამბოლის მოლაპარაკებებს 2022 წელს შეწყვეტილი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებად მიიჩნევს. ჩვენს დელეგაციას აქვს საჭირო კომპეტენციები და მოწოდებული ვართ კონსტრუქციული მიდგომისა და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში. სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ამოცანაა პირდაპირი მოლაპარაკებებით ადრე თუ გვიან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, „კონფლიქტის ძირითადი მიზეზების“ აღმოფხვრის გზით. თავდაცვის მინისტრმა და სპეციალური ოპერაციების ზონაში მყოფი დაჯგუფებების ყველა მეთაურმა გუშინ პრეზიდენტ პუტინს საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს, სადაც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი,-განაცხადა მედინსკიმ.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ:
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი
- რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი
- თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი