უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში 16 მაისს დაიწყება

15.05.25 23:39
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში 16 მაისს დაიწყება

NEWSMAX-ის ქართველი ჟურნალისტი, ნანა საჯაია უკრაინელი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხვალ,16 მაისს სტამბოლში გაიმართება.

აღნიშნული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თურქეთში დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეების შეხვედრა უცნობი მიზეზების გამო გადაიდო.

მოსალოდნელია, რომ სტამბულს ასევე ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

მსგავსი სიახლეები