რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს დილიდან უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებებზე ელოდება

16.05.25 10:03
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს დილიდან უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებებზე ელოდება

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე გაგზავნა, განაცხადა, რომ 16 მაისს დილის 10 საათიდან უკრაინის დელეგაციას მოლაპარაკებებისთვის ელოდებიან.


დელეგაცია დღეს სტამბულში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა, რომ უკრაინასთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე წარიმართოს, - განაცხადა მედინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს "ძალიან ნაყოფიერი" შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაკან ფიდანთან.

ჩვენ ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ხვალ დილით - ფაქტობრივად, დილის 10 საათიდან ველოდებით უკრაინულ მხარეს, რომელიც უნდა ჩამოვიდეს შეხვედრისთვის. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ,- დასძინა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები