Bloomberg: უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს მხოლოდ ტრამპის და პუტინის შეხვედრა გადაწყვეტს

16.05.25 10:16
Bloomberg: უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს მხოლოდ ტრამპის და პუტინის შეხვედრა გადაწყვეტს

უკრაინაში ბრძოლების დასრულების იმედი მას შემდეგ შეირყა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ჩაფრინდა სტამბოლში და მოლაპარაკებებზე დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, - იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების ეფექტურობის ნაკლები მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ამ საკითხს მხოლოდ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრა გადაწყვეტს. 

რუბიო, რომელიც თავად სტამბოლში პარასკევს მიემგზავრება, აცხადებს, რომ ძირითად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზად ის პუტინის მიერ სტამბულში დაბალი დონის დელეგაციის გაგზავნას ასახელებს. 

გულწრფელად არ მჯერა, რომ ჩვენ აქ გარღვევას მივაღწევთ, სანამ პრეზიდენტი ტრამპი პირისპირ არ შეხვდება პრეზიდენტ პუტინს, - განაცხადა რუბიომ. 

ნატოს მოლაპარაკებებში მონაწილე ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ პუტინმა სტამბულში დაგეგმილი მოლაპარაკებები იქ დაბალი დონის დელეგაციის გაგზავნით, პრაქტიკულად, ჩაშალა.  უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით დელეგაციის მონაწილეობას მოლაპარაკებებში, რუსეთის იქ ყოფნას კი "ფიქცია" უწოდა.

მსგავსი სიახლეები