პუტინმა რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა გენერალი ოლეგ სალუკოვი რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC იუწყება.
სალიუკოვი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. ხოლო 9 მაისს ის მეთაურობდა რუსულ აღლუმს, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართა.
ამავდროულად, 2023 წლის იანვრიდან დაწყებული, სალიუკოვი მსახურობდა ჯარების ჯგუფის მეთაურის მოადგილედ, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ.
ახლა ის სამოქალაქო თანამდებობაზეა გადაყვანილი. კრემლის ინფორმაციით, სალიუკოვი დაინიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, თანამდებობა, რომელიც ახლახანს დაიკავა რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
აღსანიშნავია, რომ სალუკოვი დასავლეთის ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აგრესიაში მონაწილეობის გამო დაუწესეს. რუსეთის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ასევე ფიგურირებდა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებებში, რომელიც მედიით გავრცელდა.