რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება - რუსული მედია

16.05.25 10:32
რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება - რუსული მედია

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით 12:30 საათზე [თბილისის დროით 13:30 საათზე] სტამბოლში გაიმართება. ამის შესახებ რუსულ მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნოით იუწყება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მანამდე შეხვედრა თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის მხარეებს შორის გაიმართება. 

თურქეთი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამმხრივი შეხვედრა დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამუშაო ოფისში მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაიწყება. თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა კი მოსკოვის დროით 10:45 საათზე დაიწყება,- აღნიშნა წყარომ.