ბრიტანეთში დააკავეს უკრაინელი, რომელსაც კირ სტარმერის სახლში ცეცხლის გაჩენას ედავებიან
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სახლში ცეცხლის გაჩენის გამო 21 წლის უკრაინის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს. დანაშაულში მხილებული პირი რომან ლავრინოვიჩია.
ბრიტანული გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რამდენიმე შესაძლო დანაშაული ჩაიდინა. სწორედ მას ედავებიან, რომ 12 მაისს, დილით კირ სტარმერის ოჯახის 4-საძინებლიანი სახლის შესასვლელში ცეცხლი გააჩინა. მანამდე იმავე ქუჩაზე მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლი გააჩინა კიდევ ერთ ოფისშიც.
საქმეს ლონდოდნის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილება იძიებს.