ყირიმში აფეთქებებია - სამიზნე აეროდრომებია, იწვის საბრძოლო მასალის საცავი

გასულ ღამეს და გამთენიისას ყირიმში აფეთქებების სერია იყო. ადგილობრივი მოსახლეობა რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება.
როგორც "ყირიმის ქარი" იტყობინება, 06:15 წუთზე სევასტოპოლში ძალიან ძლიერი აფეთქება გაისმა. რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა ნახიმოვის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო სკოლის ტერიტორიიდან. თვითმხილველებმა ამ დროს გადაიღეს პანცირ - ს1 საჰაერო თავდაცვის რაკეტის კვალი.
გარდა ამისა, აფეთქებები მოხდა პერევალნოეში, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეული სანაპირო თავდაცვის ბრიგადაა განლაგებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ აფეთქებების ხმა გაიგეს და დანახეს შავი კვამლი.
პარალელურად, გრძელდება შეტევა სევასტოპოლზე. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა. კერძოდ, აფეთქებები დაფიქსირდა ბელბეკისა და კაჩას აეროდრომების მიდამოებში.