რუსეთი წინააღმდეგია, უკრაინასთან მოლაპარაკებებს აშშ-ს წარმომადგენლები დაესწრონ - რუსული მედია

16.05.25 14:21
რუსეთი წინააღმდეგია, უკრაინასთან მოლაპარაკებებს აშშ-ს წარმომადგენლები დაესწრონ - რუსული მედია

აშშ-ის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს არ დაესწრება. ამის შესახებ BBC-ის კორესპონდენტი ტომ ბეიტმანი წერს, რომელიც ასევე თურქეთში იმყოფება.

რამდენადაც მე მესმის, ამერიკელი ოფიციალური პირი მაიკლ ანტონი, რუბიოს უფროსი თანაშემწე არ დაესწრება რუსეთ-უკრაინა-თურქეთის შეხვედრას,- აღნიშნა ბეიტმანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაიკლ ანტონი რუსული დელეგაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკის ცალკე შეხვდება. 
 

ასევე, რუსული "ინტერფაქსი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის დელეგაცია 16 მაისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დროს აშშ-ის წარმომადგენლების ყოფნის წინააღმდეგ გამოვიდა. გარდა ამისა, თურქეთის წარმომადგენელი მხოლოდ მისასალმებელი სიტყვით გამოვა და დატოვებს მოლაპარაკებებს.

მსგავსი სიახლეები