სტამბოლში რუსეთის, უკრაინის და თურქეთის შეხვედრა დაიწყო
სტამბოლში თურქული მხარის მონაწილეობით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მხარეები 2022 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
შეხვედრის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ რუსეთმა და უკრაინამ გაითვალისწინონ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებები. მან ასევე აღნიშნა, რომ სტამბულის მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის სამიტით უნდა დასრულდეს.
რუსეთმა და უკრაინამ არჩევანი სამშვიდობო შეთანხმებასა და მკვლელობების გაგრძელებას შორის უნდა გააკეთონ, - აღნიშნა ფიდანმა.
ამავდროულად, უკრაინელმა დიპლომატიურმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ რუსული დელეგაცია გეგმავს, შეხვედრის დასრულებისთანავე უკან გაფრინდეს.