პუტინი მშვიდობაზე სერიოზულად განწყობილი არ არის, ის ფეხს ითრევს - სტარმერი

16.05.25 15:51
პუტინი მშვიდობაზე სერიოზულად განწყობილი არ არის, ის ფეხს ითრევს - სტარმერი

რაც გუშინ ვნახეთ, აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მშვიდობაზე სერიოზულად არ არის განწყობილი, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ალბანეთში, პოლიტიკურ სამიტზე ყოფნისას ისაუბრა. კირ სტარმერის თქმით, თუ პუტინის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანამდება, ევროპამ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა იფიქროს. 

რაც გუშინ ვნახეთ, აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მშვიდობაზე სერიოზულად არ არის განწყობილი, ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს აბსოლუტური ერთიანობა, პარტნიორებს შორის ვიმუშავოთ ერთად, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ, უნდა იყოს მკაფიო, რომ თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ ერთად ვიმუშაოთ სანქციებზე. ჩემთვის ეს არის მკაფიო მტკიცებულება, რომ სერიოზულად არ უნდა მშვიდობა, ის ფეხს ითრევს, ამიტომ დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, ვიმუშაოთ კოლეგებთან ერთად, - თქვა სტარმერმა.