რუსული მედიის ცნობით, რუსეთის, უკრაინის და თურქეთის შეხვედრა დასრულდა

რუსეთის, უკრაინის და თურქეთის შეხვედრა დასრულდა ,- ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ თურქულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს,რომ შეხვედრა 2 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.
როგორც ცნობილია, უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს - კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ცხრა წარმომადგენელი და უკრაინის დელეგაციის 11 წევრი იჯდა.