მძიმე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი - რაზე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებმა სტამბოლში

16.05.25 20:42
მძიმე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი - რაზე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებმა სტამბოლში

მძიმე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულებულია. თითქმის ორსაათიანი შეხვედრა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც რუსებმა უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვეს. თუმცა, შეთანხმება საბოლოოდ მაინც მოხდა. ათასი ათასზე - ამ ფორმულით გაცვლიან მხარეები ტყვეებს. 

დღის წესრიგში დგას ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაც. თუმცა ვერცერთი მხარე ვერ აკონკრეტებს, როდის ან რა პირობებით შედგება მოლაპარაკებები. 

მანამდე კი იყო კიდევ ერთი აბსურდული მოთხოვნა. რუსებს უნდოდათ, რომ მოლაპარაკებები შუამავალი ქვეყნის, ამერიკის წარმომადგენლებს დაეტოვებინათ, ოღონდ ისე, რომ არ თქვეს, რა ჰქონდათ რუსებს შტატებთან დასამალი. 

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ შეხვედრით კმაყოფილია. 

მოლაპარაკებები დასრულდა და საერთოდ ჯამში, ჩვენ კმაყოფილები ვართ კიევმა მოითხოვა სახელმწფოტა ლიდერების შეხვედრა, რასაც რუსეთი მიიღებს განსახილველად. რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში ტყვეებს გაცვლიან ფორმულით ათასი -ათასზე. რუსეთი და უკრაინა წარადგენენ თავიანთ ხედვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალურად, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაგრძელდება, - განაცხადა რუსეთის დელეგაციამ. 

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ მედიაში სულ უფრო სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Economist-ი წერს, რომ თურქეთში მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაცია უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების ოკუპაციით დაემუქრა. 

გამოცემის ცნობით, რუსეთმა განაცხადა, რომ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გამოვა ოთხი „ანექსირებული“ რეგიონიდან, რომლებსაც ის სრულად არც კი აკონტროლებს. მოსკოვი ასევე დაიმუქრა კიდევ ორის: ხარკოვისა და სუმის დაკავებით.

ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთი, ორი, სამი წელი - რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს. 21 წელი ვიბრძოდით შვედეთთან. როდემდე ხართ მზად საბრძოლველად?,- ციტირებს მედინსკის სიტყვეს "ეკონომისტი". 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები