ევერესტზე ასვლის დროს ორი ალპინისტი დაიღუპა

16.05.25 19:18
ევერესტზე ასვლის დროს ორი ალპინისტი დაიღუპა

ჰიმალაის მთებში, ევერესტზე ასვლის დროს ორი ალპინისტი დაიღუპა. გარდაცვლილები ინდოელი და ფილიპინელი მთამსვლელები არიან. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 45 წლის, ფილიპინელი ალპინისტი ოთხშაბათს დაიღუპა, როდესაც ის მწვერვალზე ასასვლელად ემზადებოდა. ინდოელი მთამსვლელი კი ხუთშაბათს, 8849 მეტრის სიმაღლეზე, როდესაც ის მწვერვალიდან უკან ბრუნდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები