რუსებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

17.05.25 10:10
რუსებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

9 დაღუპული და 4 დაშავებული - რუსებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მიკროავტობუსს სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად Lancet-ის ტიპის დრონით დაარტყეს.