რა შემთხვევაშია შესაძლებელი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა? - პესკოვის კომენტარი
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი.
მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის "დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.
მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია...
სამუშაოები გრძელდება. რუსული მხარე ასეთ სიას მოამზადებს და მას უკრაინულ მხარესთან გაცვლის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.