პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა

17.05.25 15:58
პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა

საქართევლოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. დოკუმენტს ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა", -  ინფორმაციას ამის შესახებ  რუსული მედია სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. 

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ.

მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე“, -  წერია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები